იპატოვი აფანასი პავლეს ძე (1901)
- დაბადების თარიღი: 1901 წ.
- დაბადების ადგილი: სტალინგრადის (ცარიცინის) ოლქი, სოფ. გრომოსლავკა, რუსეთი, კოტელნიკოვის რაიონი
- ეროვნება: რუსი
- სოციალური წარმომავლობა: ღარიბი გლეხი
- განათლება: საშუალო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის #58 საწყობის სამხედრო კომისარი. წოდება - უფროსი პოლიტხელი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1925 წლიდან; გაირიცხა წინამდებარე საქმესთან დაკავშირებით.
- ბრალად ედება: რომ იყო აქტიური წევრი კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული, დივერსიულ- მავნებლური ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წელს განახორციელა ს.მ კიროვის ავაზაკური მკვლელობა და შემდგომ წლებში გეგმავდა ტერაქტებს სკკპ(ბ)-ს და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელთა წინააღმდეგ; 1936 წლის შუა პერიოდიდან შედიოდა კ/რ სამხედრო მემარჯვენე-ტროცკისტულ ორგანიზაციაში, რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და კაპიტალიზმის რესტავრაცია საბჭოთა კავშირში; ატარებდა მავნებლობას 58-ე სამხედრო საწყობის სისტემაში, რომელიც მიმართული იყო მუშათა და გლეხთაა წითელი არმიის სამხედრო ძალის შესუსტებისკენ; დაკავებული იყო ხალხის დამუშავებით შემდგომში მათი კ/რ ორგანიზაციაში გადაბირების მიზნით. თავი ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: დუდკინი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, ჩარკვიანი
- მუხლი: 58-7, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში მსახურობდა 1918 წლიდან.