ისაევი მიხეილ დავითის ძე (1898)
- დაბადების თარიღი: 1898 წ.
- სოციალური წარმომავლობა: მეშჩანი
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ეკონომისტი "ცეკავშირში".
- ბრალად ედება: რომ 1936 წელს, მოსკოვში ყოფნის დროს, იგი გადაიიბირა და ჩაითრია არალეგალურ კ/რ მემარჯვენე ორგანიზაციაში ამ ორგანიზაციის ერთ-ერთმა აქტიურმა წევრმა, ალექსანდრე ბანოვიჩმა (იყო ისაევის სიძე). ბანოვიჩის დაპატიმრების შემდეგ ისაევი გამოემგზავრა თბილისში და დაუკავშირდა ესერების პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკოლოზ თარხანოვს, რომელსაც იცნობდა 1926 წლიდან სახდაგეგმვაში ერთად მუშაობის პერიოდში. სერიოზული ყურადღება მიაქცია ისაევს, როგორც განსაკუთრებით ა/ს განწყობილ ელემენტს, რომელიც თავისი პოლიტიკური და კ/რ შეხედულებების გამო შეიძლება გამოსადეგი ყოფილიყო ესერთა ორგანიზაციაში. 1937 წელს ისაევი ნიკოლოზ თარხანოვმა გადაიბირა და ჩაითრია ესერთა არაალეგალურ ორგანიზაციაში, ეწეოდა ა/ს აგიტაციას, რომელიც მიმართული იყო სკკპ(ბ) და საბჭოთა მთავრობის წინააღმდეგ და ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას. თავი ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ხეჩუმოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან