კაზაროვი გერასიმ აივაზის ძე (1907)

  • დაბადების თარიღი: 1907 წ.
  • დაბადების ადგილი: თურქეთი, ყარსი
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
  • განათლება: განათლებული
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ახალციხის რაიონული საბჭოს ავიაციისა და ქიმიური მშენებლობის ხელშემწყობი საზოგადოების ინსტრუქტორი და ახალციხის შინსახკომის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის პოლიტხელი
  • საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, ახალციხე,
  • პარტიულობა: სკკპ(ბ) რიგებიდან გარიცხეს დაპატიმრების გამო.

  • ბრალად ედება: რომ 1937 წლის სექტემბერში მემარჯვენე კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში გადაიბირა ახალციხის რაიაღმასკომის ყოფილმა თავმჯდომარემ, რუსაძემ, რომელიც უკვე გასამართლებულია როგორც ხალხის მტერი და დაპატიმრებულია შინსახკომის ორგანოების მიერ. რუსაძის დავალებით კაზარიანმა ახალციხის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის არასტაბილურ მებრძოლებისაგან ჩამოაყალიბა ნაციონალისტური ჯგუფი, არწმუნებდა მათ, რომ მალე საბჭოთა კავშირი კაპიტალისტურ სახელმწიფოებთან ომში დამარცხდება და ხელისუფლება გადავა დაშნაკების ხელში. თავი ცნო დამნაშავედ.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: სარქისოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან