კაკაბაძე ნიკოლოზ იაკობის ძე (1904)
- დაბადების თარიღი: 1904 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, ხონი, სოფ. კუხი
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: ვაჭარი, ყოფილი ვაჭრების ოჯახიდან.
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ბუკნარის ტუნგის საშენის აგრონომი
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, აჭარის ასსრ, ბათუმი, კოოპერაცია # 23
- პარტიულობა: უპარტიო
- დაპატიმრების თარიღი: 08/01/1937 წ.
- ბრალად ედება: რომ 1936 წლის აგვისტოდან დაპატიმრების დღემდე (01/VIII-1937 წ.) იყო კ/რ ტროცკისტულ-დივერსიული, მავნებლური და ტერორისტული ორგანიზაციის აქტიური წევრი. ეწეოდა დივერსიულ და ძირგამომთხრელ საქმიანობას ბუკნარის ტუნგის საშენში ტუნგის კულტურის მოყვანისას, ამარაგებდა კოლმეურნეობებს და საბჭოთა მეურნეობებს უხარისხო დასარგავი ტუნგის მასალით. შესაწამლი კონცენტრატის არასწორი შესხურების შედეგად დაიწვა 7 000 ძირი ტუნგის ნერგი. მავნებლური მოვლის შედეგად განადგურდა 26 000 ტუნგის ძირი. 17 000 ტუნგის ძირი აღმოჩნდა უვარგისი. გაავრცელა ტუნგის კულტურის გადამდები დაავადება "ხუზარეოზი". მან კ/რ დივერსიულ-მავნებლური საქმიანობის გასამრჯელოდ მიიღო 2 300 მანეთი . ორგნიზაცია, რომელის წევრიც იყო კაკაბაძე, ამზადებდა ტერორისტულ აქტებს კომპარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ. კაკაბაძემ დანაშაული სრულად აღიარა.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: მინინი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-8, 58-9, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან