კალინინი პეტრე მაქსიმეს ძე (1896)

  • დაბადების თარიღი: 1896 წ.
  • დაბადების ადგილი: ჩელიაბინსკის ოლქი, სოფ.კირსა, რუსეთი, ვერხნეურალსკის რაიონი
  • ეროვნება: რუსი
  • სოციალური წარმომავლობა: კულაკი
  • განათლება: დაწყებითი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში 1918 წლიდან. თავდაცვის სახალხო კომისარიატის #24 საწყობის უფროსი. დაპატიმრებამდე - ბელორუსიის სამხედრო ოლქის საჰაერო თავდაცვის მეოთხე ბრიგადის სამხედრო სამეურნეო მომარაგების უფროსი; წოდება - მაიორი.
  • პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1919-1937 წლამდე, პარტიიდან გარიცხეს არნიშნული საქმის გამო.

  • ბრალად ედება: რომ 1. იყო წევრი კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული, დივერსიულ- მავნებლური ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წ. განახორციელა ს. მ. კიროვის საზარელი მკვლელობა და 1934-1937 წწ. ამზადებდა ტერორისტულ აქტებს პარტიის ხელმძღვანელებისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. 2. 1930 წლიდან იყო წევრიკ/რ სამხედრო მავნებლური ორგანიზაციისა, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას და კაპიტალიზმის რესტავრაციას. 3. 1931 წლიდან 1937 წლამდე ეწეოდა მავნებლობას თავდაცვის სახალხო კომისარიატის #24 სამხედრო საწყობში. 4. 1929 წელს თანამშრომლობდა საზღვარგარეთის დაზვერვასთან, გადასცემდა მათ ჯაშუშური ხასიათის ცნობებს.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: დუდკინი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-6, 58-7, 58-8, 58-11.

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

წარსულში ორჯერ იყო გარიცხული პარტიიდან სამეურნეო დანაშაულისათვის. მეფის არმიაში მუშაობდა ორწელიწად ნახევარს. ერთი წელი იყო უმცროსი უნტერ- ოფიცერი.