კალუსტოვი კონსტანტინე იაკობის ძე (1894)
- დაბადების თარიღი: 1894 წ.
- დაბადების ადგილი: სტავროპოლის ოკრუგი/მხარე, ქ. პიატიგორსკი, რუსეთი
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: სომეხი
- სოციალური წარმომავლობა: მოსამსახურე
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - თბილისის მუშათა და გლეხთა მილიციის მე-2 სკოლის სასწავლო განყოფილების მდივანი
- ბრალად ედება: რომ ა) გერმანიაში ტყვეობის დროს გადაიბირა საზღვარგარეთის ერთ- ერთი სახელმწიფოს დაზვერვის სამსახურმა ჯაშუშური საქმიანობისთვის და ტყვეობიდან დაბრუნების მომენტიდან დაპატიმრების დღემდე ჯაშუშობდა ამ სახელმწიფოს სასარგებლოდ, აწვდიდა უცხოელ მზვერავებს სამხედრო და თავდაცვითი ხასიათის ცნობებს; ბ) ეწეოდა ახალი პირების გადაბირებას ჯაშუშური საქმიანობისათვის და მათგან მიღებულ ჯაშუშურ ცნობებს გადასცემდა უცხოეთის დაზვერვას. თავი დამნაშავედ ცნო. სოკოლოვის პირდაპირი ჩვენებებით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ხოლოპოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
- მუხლი: 58-6
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
მხილებულია ჯაშუშობაში თანამონაწილეთა: საგატელოვის, ბიკოვის, ზუბკოვისა და. იყო მეფის არმიის სამხედრო ექიმის ვაჟი. თვითონ იყო მეფის არმიის ოფიცერი.1914 წლიდან 1918 წლამდე იყო ტყვედ გერმანიაში.