კანდელაკი ვასილ იოსების ძე (1891)
- დაბადების თარიღი: 1891 წ.
- დაბადების ადგილი: კასპი, საქართველო
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: მოსამსახურე
- განათლება: საშუალო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - მუშურ-გლეხური წითელი არმიის საკავშირო სამხედრო-სამონადირეო სამხარეო საბჭოს მდივანი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრობის კანდიდატი; გარიცხულია პარტიიდან 1938 წლის იანვარში, დაპატიმრებასთან დაკავშირებით.
- ბრალად ედება: რომ 1) იყო გერმანიის დაზვერვის აგენტი, გადაბირებული1923 წელს გერმანიის ერთ-ერთი გამოცდილი აგენტის ს. მ. ემჩინოვის მიერ სსრკ-ს წინააღმდეგ ჯაშუშური მუშაობის გასატარებლად ფაშისტური გერმანიის სასარგებლოდ. 2) ემჩინოვის დავალებით აგროვებდა და გადასცემდა ცნობებს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სპეცრაზმების შესახებ ჯაშუშურ ცნობებს. დანაშაული სრულად აღიარა.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ვასილენკკო, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, თალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
მოსამსახურის ოჯახიდან. მეფის არმიისა და მენშევიკური არმიის ყოფილი ოფიცერი, 1915 წლიდან 1918 წლამდე იყო გერმანელთა ტყვეობაში.