კაპლანი მაქს ფრანცის ძე (1897)
- დაბადების თარიღი: 1897 წ.
- დაბადების ადგილი: ლიტვა, ვილნოს გუბერნია, ქ. დისნა,
- ეროვნება: ებრაელი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - შაქრის გასაღების კანტორის მმართველი.
- პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს წევრი 1918 წლიდან.
- დაპატიმრების თარიღი: 12/22/1936 წ.
- ბრალად ედება: კაპლანი დაპატიმრებულია 1936 წლის 22 დეკემბერს დნეპროპეტროვსკის შინსახკომის სამმართველოს მიერ. ეტაპირებულია ქ. თბილისში. დაპატიმრებაზე სანქცია გასცა საქართველოს პროკურორმა ტალახაძემ. გადის მ. ა. მუდრის საქმეზე. გამოძიებისას კაპლანმა აჩვენა, რომ 1929 წელს იური პეტრეს ძე გავენმა ჩაითრია კ/რ ტროცკისტულ ორგანიზაციაში. 1935 წელს ამ უკანასკნელმა გადასცა მას ტროცკისტული ცენტრის დირექტივა პარტიის ხელმძღვანელების წინააღმდეგ ტერორისტულ ბრძოლაზე გადასვლის შესახებ, რის შემდეგაც დაიწყო ბერიას წინააღმდეგ ტერაქტის მზადება. სასამართლო სხდომაზე კაპლანმა ნაწილობრივ ცნო თავი დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მომხსენებელი: ხაზანი, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ორლოვი, ჟდანი, ბატნერი
- მუხლი: 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან