კარამანიანცი მერჟან ოგანესის ძე (1883)
- დაბადების თარიღი: 1883 წ.
- დაბადების ადგილი: ქ. თავრიზი, ირანი
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: სომეხი
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ექიმი-გინეკოლოგი; ეწეოდა კერძო პრაქტიკას.
- საცხოვრებელი ადგილი: ქ. სოხუმი, საქართველოს სსრ, აფხაზეთის ასსრ, ნოვაია ქ. # 44
- დაპატიმრების თარიღი: 02/06/1938 წ.
- ბრალად ედება: რომ მანგოლდტის დავალებით უნდა შეეგროვებინა ცნობები სსრკ მოსახლეობის პოლიტიკურ-ზნეობრივი მდგომარეობის და განწყობის შესახებ, აგრეთვე მოსახლეობის რეაგირების შესახებ საბჭოთა მთავრობის მიერ ჩატარებულ ყოველ ღონისძიებაზე, მთავრობის დამოკიდებულებაზე მოსახლეობისადმი და შეგროვილი ცნობები უნდა გადაეცა მანგოლდტისთვის.1933 წელს მანგოლდტი გაემგზავრა გერმანიაში და 1935 წელს ცდილობდა, წერილობითი კავშირის დამყარებას კარამანიანცთან. მისი გადაბირების შემთხვევაში გერმანულ დაზვერვაში, მანგოლდტი ჰპირდებოდა მას საკვებ პროდუქტებს და სთავაზობდა ოქროს ვალუტას, რაზეც კარამანიანცმა თითქოს უარი განაცხადა. წაყენებული ბრალდება - ჯაშუშობა აღიარა. დაპატიმრებულია 06/02-1938წ. აფხაზეთის ასსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახ. უშიშროების სამმართველოს მიერ; იმყოფებოდა იზოლატორში. გათავისუფებულ იქნა 15/01-1939წ. აფხაზეთის ასსრ შინსახკომის 14/01-1939წ. დადგენილებით.
- მუხლი: 58-6
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
სხდომის გადაწყვეტილება: გათავისუფლებულია. ირანის მოქალაქე. კარამანიანცი რუსეთში მოხვდა როგორც სამხედრო ტყვე, თურქულ არმიაში ექიმად მსახურობის დროს. ჰყავს ძმები: მარტინი და ტრდატი, აგრეთვე მშობლები, რომლებიც ცხოვრობენ პარიზში და რომლებთანაც სისტემატურად აწარმოებს მიმოწერას. 1921-1927 წწ. კარამანიანცი მუშაობდა ირანის საკონსულოში რუსეთში. 1927-1937წწ ეწეოდა ფარულ საკონსულო საქმიანობას ქ. სოჭში (მანტგოლდტი ამ დროს იმყოფებოდა ბერლინში).