კარაპეტიანი მუშეგ არშაკის ძე (1906)
- დაბადების თარიღი: 1906 წ.
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: სომეხი
- განათლება: დაწყებითი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: სკპ(ბ) ბორჩალოს რაიკომის ინსტრუქტორი. საქართველოს სსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის ყოფილი წევრი.
- საცხოვრებელი ადგილი: მარნეულის (ბორჩალო) რ-ნი, სოფ. ახკერპი, საქართველოს სსრ
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი, პარტიიდან გაირიცხა, როგორც ხალხის მტერი.
- ბრალად ედება: რომ იყო წევრი კ/რ, მემარჯვენე ორგანიზაციისა, რომელშიც გადაიბირა ცეხაძემ (სკპ(ბ) რაი.კომ. მდივანი). მისი დავალებით, კოლმეურნეობა ,,შარხში~ ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას მეცხოველეობის დარგში. საბჭოთა მეურნეობის ფერმის გამგე ბახჩო ათაბეკიანთან და მიწათმოქმედების სახკომის ხელმძღვანელ გვარამიასთან ერთად არასწორ ინფორმაციას აწვდიდა შესრულებული სამუშაოების შესახებ მიწათმოქმედების სახკომს. მაგ., რომ რძის მოპოვების რიცხვი გაზარდა 50%-ით რის გამოც ათაბეკიანმა ჯილდოდ მიიღო საათი. ჰესის მშენებლობისას ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას და გამიზნულად აჭიანურებდა მშენებლობას. ცეხაძის დავალებით კარაპეტიანი ზედმეტად ტვირთავდა კოლმეურნეებს გეგმებით, რაც იწვევდა მასობრივ უკმაყოფილებას. უკმაყოფილების შექმნის მიზნით მან სოფ. ახკერპიდან სხვა კოლმეურნეობებში სამუშაოდ მივლენილი კოლმეურნეები გააფორმა ახკერპის კოლმეურნეობაში.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, მოროზოვი
- მუხლი: 58-10, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან