კარგიევი ბექიზ მაკარის ძე (1893)
- დაბადების თარიღი: 1893 წ.
- დაბადების ადგილი: ჩრდილოეთ ოსეთი, სოფ. ხიდიკუსი, რუსეთი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრების დროს - უმუშევარი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1918 წლიდან, პარტიიდან გარიცხეს 1937 წ. კ/რ საქმიანობისთვის
- ბრალად ედება: რომ იყო ჩრდილოეთ ოსეთში მოქმედი მემარჯვენე კ/რ ტერორისტული, მავნებლურ-დივერსიული ორგანიზაციის წევრი და ამ ორგანიზაციის დავალებით ეწეოდა ძირგამომთხრელ მავნებლურ საქმიანობას. ბრალდებულმა თავი ცნო დამნაშავედ. მხილებულია ზ. გაგიევას ჩვენებებით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: კვირიკაშვილი, მონაწილეობდნენ: ქობულოვი, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
პოლკოვნიკ გუტიევის თეთრგვარდიელთა რაზმის მოხალისე; სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოოს ყოფილი თანამშრომელი. 1937 წლის ოქტომბრამდე იყო საქართველოს კპ(ბ) ზნაურის რაიონული კომიტეტის მდივანი.