კატკოვი ვიაჩესლავ ალექსის ძე (1893)

  • დაბადების თარიღი: 1893 წ.
  • დაბადების ადგილი: რუსეთი, ს/პეტერბურგი
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
  • ეროვნება: რუსი
  • სოციალური წარმომავლობა: მუშა
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: პროფესიით მხაზველი; 1915-1917 წწ. მსახურობდა მეფის არმიაში ეფრეიტორად, 1919 წლიდან - მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში. რკინიგზის მე-10 პოლკის მეთაური; წოდება - მაიორი
  • პარტიულობა: 1919-1937 წწ. იყო სკკპ(ბ) წევრი; გაირიცხა პოლკის საბრძოლო მომზადების ჩავარდნის გამო.

  • ბრალად ედება: რომ 1) იყო კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული, დივერსიული, მავნებლური ორგანიზაციის წევრი, რომელმაც 1934 წლის 1-ლ დეკემბერს განახორციელა ამხ. კიროვის საზარელი მკვლელობა და რომელიც ამზადებდა მომდევნო 1934-1937 წლებში ტერორისტულ აქტებს სკკპ(ბ) და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ; 2) 1935 წლიდან მოყოლებული, ხელს უშლიდა პოლკის საკადრო და წვევამდელთა შემადგენლობის საბრძოლო მომზადებას; 3) ჩაშალა პოლკის სამობილიზაციო მომზადება; 4) პოლკის ტექნიკა მიიყვანა არასაბრძოლო მდგომარეობამდე; 5) რკინიგზის მე-10 პოლკიდან კ/რ ორგანიზაციაში გადაიბირა მეთაურები.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: შუტოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-7, 58-8, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან