კაჩმაზოვი იაკობ თამაზის ძე (1901)
- დაბადების თარიღი: 1901 წ.
- დაბადების ადგილი: სოფ. კევსელთა, საქართველო, სამხრეთ ოსეთია
- ეროვნება: ოსი
- განათლება: უმაღლესი ტექნიკური
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე იყო სამხრეთ ოსეთში ტალკმშენის მშენებლობის უფროსი.
- პარტიულობა: საქ. სსრ კპ(ბ) წევრი 1918 წლიდან; პარტიის რიგებიდან გაირიცხა დაპატიმრების გამო.
- ბრალად ედება: რომ იყო არალეგალური კ/რ ბურჟუაზიული, ნაციონალისტური ორგანიზაციის წევრი. ამ ორგანიზაციაში გადაიბირა აქტიურმა წევრმა არსენ ძუცოვმა 1936 წლის მარტში. მისი დავალებით ეწეოდა ძირგამომთხრელ მავნებლურ საქმიანობას ლობაგონის მაღაროსა და ტალკმშენში. ებრძოდა რუს სპეციალისტებს და 1937 წლის აპრილის თვემდე მალავდა თავის კ/რ ტროცკისტულ საქმიანობას ორგანიზაციაში, რომლის წევრიც გახდა 1923-1924 წლებში. თავი ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: გაგუა, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან