კაცია კონსტანტინე კონსტანტინეს ძე (1905)
- დაბადების თარიღი: 1905 წ.
- დაბადების ადგილი: ოჩამჩირის რაიონი, სოფ. აძიუბჟა, საქართველო, აფხაზეთი
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: აფხაზი
- სოციალური წარმომავლობა: საშუალო გლეხი
- განათლება: მცირედ მცოდნე
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: აფხაზვაჭრობა
- საცხოვრებელი ადგილი: ქ.სოხუმი, საქართველოს სსრ, აფხაზეთის ასსრ
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრობის კანდიდატი
- ბრალად ედება: რომ იყო გადაბირებული კ/რ, მავნებლურ ორგანიზაციაში ზვანბაიასა და ზანთარიას მიერ, მათი დავალებით ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას აფხაზეთის ვაჭრობაში. ზვანბაიასა და ზანთარიას დავალებით აკომპლექტებდა ახალი კადრებით აფხაზეთის ვაჭრობის სავაჭრო ქსელს ყოფილი სპეკულანტების, ქონების დამტაცებლების, ანტისაბჭოთა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული ელემენტებისაგან, დისკრედიტაციას უწევდა საბჭოთა ვაჭრობას. ყოველნაირად ხელს უშლიდა სამუშაოდ მიღების დროს სკპ(ბ)-ს წევრებსა და კომკავშირელებს. რისი წყალობითაც 1935 წელს სახელმწიფოს მიაყენა ზარალი 648000 მანეთის ოდენობით და 1936 წელს - 370000 მანეთისა. ყინავდა აფხაზეთის ვაჭრობის ორგანიზაციის სახსრების ბრუნვას. არ ასრულებდა საქონლის ბრუნვის გეგმას. კაციამ თავი ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ბეჟანოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან