კაჭარავა ალექსანდრე ივანეს ძე (1896)
- დაბადების თარიღი: 1896 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, აბაშა, სოფ. საკაჭარავო
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - საქართველოს სსრ-ის კვების მრეწველობის სახალხო კომისარის მოადგილე
- პარტიულობა: საკავშირო კპ(ბ) წევრი 1918 წლიდან.
- ბრალად ედება: რომ იყო მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციის წევრი. კავშირში იყო საქართველოში მემარჯვენეთა ცენტრის თავჯდომარე გ. მგალობლიშვილთან. იცოდა საკავშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ ტერორისტული აქტების მომზადების შესახებ და ხელმძღვანელობდა დივერსიულ- მავნებლურ საქმიანობას ჩაის მეურნეობაში. თავი ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: კრიმიანი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან