კეშელავა სამსონ ექვთიმეს ძე (1882)
- დაბადების თარიღი: 1882 წ.
- დაბადების ადგილი: ჩოხატაურის რაიონი, სოფ. კოხნარი, საქართველო
- ეროვნება: ქართველი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ბათუმის პორტის ბარგის მტვირთავი
- საცხოვრებელი ადგილი: ქ. ბათუმი, მეთევზის (რიბაცკი) შეს. #5, საქართველოს სსრ, აჭარის ასსრ
- ბრალად ედება: რომ 1927 წლიდან იყო კ/რ ტროცკისტი. 1935 წელს აჭარის კ/რ ტროცკისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ე. სიხარულიძის წინადადებით განაახლა თავისი კ/რ საქმიანობა და დაევალა მონაწილეობის მიღება ტერორში, მავნებლობასა და შეიარაღებულ აჯანყებაში. ეწეოდა ახალი წევრების გადმობირებას კ/რ ორგანიზაციაში და მავნებლობდა ბათუმის პორტში - აფუჭებდა სხვადასხვა ტვირთს.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ყვირილიანი, მონაწილეობდნენ: რაფავა, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან