კვარაცხელია კაპიტონ სოლომონის ძე (1893)
- დაბადების თარიღი: 1893 წ.
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- განათლება: საშუალო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: მუშათა და გლეხთა მილიციის სამმართველოს შეიარაღებისა და მომარაგების უფროსი
- პარტიულობა: უპარტიო
- ბრალად ედება: რომ 1918 წელს იყო სადამსჯელო მენშევიკური რაზმის წევრი და მონაწილეობდა ბოლშევიკთა აჯანყების ჩახშობაში სამეგრელოში. მხილებულმა ხალხის მტერმა, ამიერკავკასიის მილიციის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა პოლიუდოვმა კვარაცხელია გადაიბირა კ/რ ტროცკისტულ ტერორისტულ ორგანიზაციაში. თავი ცნო დამნაშავედ იმაში, რომ მსახურობდა მაზრის პოლიციის სამმართველოში და სადამსჯელო რაზმში, ზერელედ და დაუდევრად ეკიდებოდა სამუშაოს. მხილებულ იქნა პოლიუდოვის ჩვენებით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ქურიძე., მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
ყოფილი ოფიცერი. 1912-1914 წლებში მსახურობდა ზუგდიდის სამაზრო პოლიციის სამმართველოში.1921-1931 წლებში მსახურობდა წითელ არმიაში.