კვეესი კარლო პეტრეს ძე (1869)

  • დაბადების თარიღი: 1869 წ.
  • დაბადების ადგილი: ქ. რიგა , ლატვია
  • ეროვნება: ლატვიელი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ქალაქ თბილისის საბჭოს ტრესტ "მწვანე მშენებლობის" მთავარი აგრონომი.
  • საცხოვრებელი ადგილი: თბილისის რაიონი, ქ.თბილისი, დიდუბის გადასახვევი, სახლი #1 (კერძო სახლი), საქართველოს სსრ
  • პარტიულობა: უპარტიო

  • ბრალად ედება: რომ 1937 წ. მემარჯვენე კ/რ ორგანიზაციის მიერ გადაბირებულ იქნა კ/რ მავნებლური საქმიანობისათვის და ტრესტის დირექტორ პ.ვ.სერდიუკოვის დავალებით ეწეოდა მავნებლობას ტრესტ "მწვანე მშნებლობაში". წარსულში კ.პ. კვეესი იყო ყვავილებისა და საყოფაცხოვრებო მაღაზიის მეპატრონე, მას ჰქონდა კომერციული ურთიერთობები საზღვარგარეთულ ფირმებთან და აგრეთვე გერმანელებთან, რომლებიც შესაძლოა გამოეყენებინა საზღვარგარეთის დაზვერვას ჯაშუშობის მიზნებისათვის. 1936 წელს შინსახკომის ორგანოების მიერ ჯაშუშობისათვის დააპატიმრეს მისი შვილი ოლგერდ კარლოს ძე კვეესი. ბრალდებულმა თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ნასიძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან