კვირაია გიორგი ალექსანდრეს ძე (1902)

  • დაბადების თარიღი: 1902 წ.
  • დაბადების ადგილი: ქ. მარტვილი, საქართველო.
  • ეროვნება: ქართველი
  • სოციალური წარმომავლობა: გლეხი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - მანგლისის საკურორტო სამმართველოს დირექტორი
  • პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1919 წლიდან, პარტიიდან გარიცხეს ამ საქმის გამო.

  • ბრალად ედება: რომ 1927 წლიდან იყო ხელმძღვანელი არალეგალური სამხედრო ტროცკისტული ორგანიზაციისა და მუშათა და გლეხთა წითელი არმიის საქართველოს ნაწილებში. კ/რ ორგანიზაციაში იბირებდა ახალ წევრებს. კვირაია ზემოხსენებულ არმიაში ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას მუშათა და გლეხთა წითელი არმიის სიძლიერის დასუსტების მიზნით. 1931 წელს მუშათა და გლეხთა წითელი არმიიდან დემობილიზაციის შემდეგ გააგრძელა კ/რ ტროცკისტული საქმიანობა და დაკავშირებული იყო სამხედრო კ/რ ორგანიზაციის წევრებთან.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ასლანოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-1-ბ, 58-8, 58-11.

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში - 1921 წლიდან 1932 წლის დეკემბრამდე პოლიტსამსახურში; უკანასკნელი თანამდებობა - საქართველოს მეორე მსროლელი დივიზიის პოლიტგანყოფილების უფროსის მოადგილე