კვიცარიძე გრიგოლ პოლიევქტის ძე (1900)
- დაბადების თარიღი: 1900 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, ქუთაისი
- ეროვნება: ქართველი
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი
- პარტიულობა: წარსულში წლიდან
- დაპატიმრების თარიღი: 09/08/1937 წ.
- ბრალად ედება: რომ იყო მემარჯვენეთა კ/რ ორგანიზაციის წევრი, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობასა და კაპიტალიზმის რესტავრაციას ინდივიდუალური ტერორის გამოყენებით საკავშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ ძირგამომთხრელი საქმიანობით და ასევე შპიონაჟით უცხოეთის ერთ-ერთი სახელმწიფოს სასარგებლოდ. ბრალდებული კვიცარიძე უნივერსიტეტის სისტემაში არსებულ კ/რ ორგანიზაციაში (1905 წ. ) გადიაბარა ორაგველიძემ, უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერი თანამშრომლების და სტუდენტების გადაბირებით ავსებდა ახალგაზრდულ კ/რ ორგანიზაციას და ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას დაპატიმრების დღემდე 08.IX-1937. ინფორმირებული იყო კ/რ ორგანიზაციის მითითებების და მიზნების შესახებ საკავშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: გოცირიძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-7, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან