კიკნაძე გრიგოლ გრიგოლის ძე (1892)
- დაბადების თარიღი: 1892 წ.
- დაბადების ადგილი: ქ. თელავი, საქართველო
- ეროვნება: ქართველი
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: პროფესიით ექიმი; თბილისის სამხედრო ჰოსპიტლის უფროსი ორდინატორი; მე-2 რანგის სამხედრო ექიმი.
- პარტიულობა: უპარტიო
- ბრალად ედება: რომ 1. იყო აქტიური წევრი კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული, ჯაშუშური ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წელს განახორციელა ს.მ. კიროვის მზაკვრული მკვლელობა და შემდგომ (1934-37) წლებში გეგმავდა ტერაქტებს სკკპ(ბ)- ს და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელთა წინააღმდეგ; 2) შედიოდა საქართველოს სსრ- ის და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ნაწილებში მოქმედი კ/რ ტროცკისტულ- ტერორისტულ, ჯაშუშურ სამხედრო ორგანიზაციაში, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს სსრ-ში საბჭოთა ხელისუფლების დამხობას და კაპიტალიზმის რესტავრაციას; 3) აღნიშნული კ/რ ორგანიზაციის დავალებით ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სანიტარიული სამსახურის სისტემაში მუშათა და გლეხთა წითელი არმიის ძლიერების და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შესუსტების მიზნით. თავი დამნაშავედ არ ცნო. მხილებულია კ/რ სამხედრო შეთქმულების მონაწილის ბ.გ. ნარიმანოვის პირდაპირი ჩვენებით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: რიაბოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
- მუხლი: 58-7, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან