კიკნაძე ელიზბარ გედევანის ძე (1893)
- დაბადების თარიღი: 1893 წ.
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: აზნაური
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - პედაგოგი
- პარტიულობა: უპარტიო
- ბრალად ედება: რომ 1) 1916 წ., სამხედრო ტყვეობაში ყოფნის დროს, გადაბირებული იყო გერმანიის დაზვერვის ორგანოების მიერ სპეციალური დავალებების შესასრულებლად. 2) 1918 წელს საქართველოში დაბრუნებისას მუშაობდა გერმანიის დაზვერვისთვის გერმანიის საოკუპაციო ჯარების შტაბის დაზვერვის დავალებებით. 3) 1926 წ. აღადგინა კავშირი გერმანიის დაზვერვასთან და ამარაგებდა მას ჯაშუშური მასალებით. თავი ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1937 წ., მომხსენებელი: მიკი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-1-ა
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
მეფის, თურქეთისა და მენშევიკური მთავრობების ყოფილი ოფიცერი.