კილაძე მამია ჯაბულის ძე (1899)

  • დაბადების თარიღი: 1899 წ.
  • დაბადების ადგილი: საქართველო, ლანჩხუთის რაიონი
  • ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
  • სოციალური წარმომავლობა: გლეხი
  • განათლება: უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - საქ. კპ(ბ) ქობულეთის რაიკომის მდივანი, მანამდე - მახარაძის რაიონის რაიკომის მდივანი
  • პარტიულობა: სკკ-(ბ) პარტიის წევრი; გარიცხეს 1937 წელს.

  • ბრალად ედება: რომ 1) არის მემარჯვენეთა ორგანიზაციის აქტიური წევრი 1936 წლიდან დაპატიმრებამდე. 2) მახარაძის რაიონში ჩამოაყალიბა არალეგალური კ/რ ორგანიზცია, სადაც ჩაითრია 8 ადამიანი. 3) რაიონში ეწეოდა აქტიურ ძირგამომთხრელ, მავნებლურ საქმიანობას, კერძოდ, ჩაის მეურნეობის დარგში. დანაშაული აღიარა. მხილებულია მეტონიძის, სულთანიშვილის, გოგუაძის, მამულიას, კეკელიას და სხვათა ჩვენებებით.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1938 წ., მომხსენებელი: ქადაგიშვილი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-7, 58-8, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან