კობალაძე გალაქტიონ ამბაკოს ძე (1898)
- დაბადების თარიღი: 1898 წ.
- დაბადების ადგილი: ჩოხატაურის რაიონი, სოფ. სამება, საქართველო
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: მოსამსახურე
- განათლება: საშუალო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ბაშკიჩეთის(დმანისის) საჯიშე მეურნეობის პოლიტიკური განყოფილების უფროსი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1918 წლიდან; პარტიიდან გაირიცხა 1938 წელს კ/რ საქმიანობისთვის დაპატიმრების გამო.
- ბრალად ედება: რომ იყო აქტიური წევრი კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული და დივერსიულ- მავნებლური ორგანიზაციისა, რომელშიც გადაიბირა ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელ- მონაწილემ შალვა მარგალიტაძემ. მონაწილეობდა წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლებში და აფხაზეთის რევოლუციური მოძრაობის ჩახშობაში. თავი დამნაშავედ ცნო. მხილებულია საქმეში არსებული დოკუმენტებით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ღარიბოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან