კობიაშვილი ალექსანდრე ვასილის ძე (1898)
- დაბადების თარიღი: 1898 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, ახმეტა
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: აზნაური
- განათლება: დამთავრებული ჰქონდა თბილისის სარკინიგზო ტრანსპორტის საინჟინრო ინსტიტუტი (ТБИИЖТ)
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - საქ. საავტომობილო მეურნეობის მმართველის მოადგილე
- პარტიულობა: საქართველოს კპ(ბ) წევრი 1921 წლიდან; გაირიცხა დაპატიმრების გამო.
- ბრალად ედება: რომ ა.ვ. კობიაშვილი იყო მემარჯვენეთა კ/რ დივერსიულ- ტერორისტული ორგანიზაციის წევრი, სადაც 1937 წლის დასაწყისში გადაიბირა დავით ბაგრატიონმა. მონაწილეობდა არალეგალურ შეკრებებში, კ/რ ორგანიზაციაში იბირებდა ახალ წევრებს, ეწეოდა მავნებლობას საქართველოს საავტომობილო მეურნეობის დარგში, კეტავდა მნიშვნელოვან ავტომაგისტრალებს. თათბირებზე იბირებდა ახალ წევრებს, მავნებლობდა ავტომეურნეობაში. კეტავდა ავტომაგისტრალებს მასობრივი მოძრაობით და ცდილობდა მშრომელებს შორის გამოეწვია საბჭოთა ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება. იყო წევრი ტერორისტული ჯგუფისა, რომელიც ამზადებდა ამხ. ბერიას მკვლელობას. თავი ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ნასიძე, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან