კოდუა დავით ივანეს ძე (1903)
- დაბადების თარიღი: 1903 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, ხობის რაიონი, სოფ. ქვემო ქვალონი
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში - 1922 წლიდან დაპატიმრებამდე. უკანასკნელი თანამდებობა - საქართველოს სამთო მსროლელთა დივიზიის პოლიტგანყოფილების ინსტრუქტორი, წოდება - პოლიტხელი
- პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს წევრი 1926 წლიდან; პარტიიდან გარიცხეს აღნიშნული საქმის გამო.
- ბრალად ედება: რომ 1929 წლიდან შედიოდა არალეგალურ, სამხედრო, კონტრრევოლუციურ, ტროცკისტულ ორგანიზაციაში, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას, საქართველოს გამოყოფას სსრკ-დან და საქართველოს ე.წ. "დამოუკიდებელი", ბურჟუაზიული "დემოკრატიული" სახელმწიფოს შექმნას, ერთ-ერთი ფაშისტური სახელმწიფოს პროტექტორატის ქვეშ. ეწეოდა კონტრრევოლუციურ ტროცკისტულ და მავნებლურ საქმიანობას, რომელიც მიმართული იყო მუშათა და გლეხთა წითელი არმიის სიძლიერის შესასუსტებლად და ჰქონდა დავალება, გადმოებირებინა ახალი წევრები კონტრრევოლუციურ-ტროცკისტულ ორგანიზაციაში. ბრალდებულმა თავი დამნაშავედ ცნო. არ აღიარა ახალი წევრების გადაბირება კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ასლანოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- მუხლი: 58-1-ბ, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან