კოკოევი ნიკოლოზ სპირიდონის ძე (1893)
- დაბადების თარიღი: 1893 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, ზნაური (ყორნისი),სოფ. ღვერთეთი
- ეროვნება: ოსი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- განათლება: მცირედ მცოდნე
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრების მომენტში უმუშევარი. მანამდე იყო სამხრეთ ოსეთის ხეტყის კომბინატის დირექტორი.
- პარტიულობა: საკავშირო კპ(ბ) წევრი 1920 წლიდან; გაირიცხა 1937 წელს დაპატიმრების გამო.
- ბრალად ედება: რომ 1. 1923-24 წწ. შედიოდა სამხრეთ ოსეთში არსებული ა/ს ჯგუფში "მუშათა ოპოზიცია". 1926-1929 წწ მას შემდეგ, რაც ეს პარტია გადავიდა კ/რ ტროცკისტულ პლატფორმაზე, კვალვ რჩებოდა მის რიგებში. 2. 1930 წ. გადაიბირეს საზღვარგარეთის ერთ-ერთი დაზვერვის ჯაშუშურ, დივერსიულ-მავნებლურ ქსელში და მისი აგენტის, დ.ნ. გაგლოევის დავალებით აწვდიდა უცხიეთის დაზვერვას ჯაშუშურ მასალას მრეწველობის ობიექტების მდგომარეობის შესახებ სამხრეთ ოსეთში.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: პედანი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან