კოლოდეევი ვალენტინ იოსების ძე (1891)
- დაბადების თარიღი: 1891 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, თბილისი
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: მოსამსახურე
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ბაქტერიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე.
- პარტიულობა: უპარტიო
- ბრალად ედება: რომ იყო ბაქტერიოლოგიის ინსტიტუტში არსებული კ/რ დივერსიულ- მავნებლური ორგანიზაციის წევრი. მავნებლობდა ბაქტერიოლოგიის ინსტიტუტის მომარაგებაში. ანიავებდა ბაქტერიოფაგისთვის გამოყოფილ სახელმწიფო სახსრებს. 1936 წელს მონაწილეობას იღებდა სიღნაღის რაიონში განხორციელებულ ბაქტერიოლოგიურ დივერსიაში, სიღნაღში გაგზავნა მავნებლურად დამზადებული ვაქცინა. კოლოდეევი არ ამჟღავნებდა კ/რ ორგანიზაციის არსებობას და დივერსიულ- მავნებლური კ/რ ორგანიზაციის საქმიანობას. მხილებული იყო გ. გ. ელიავას, ი. ს. კეიგელუხისის და ნ. კ. ყარალაშვილის ჩვენებებით. თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული., მომხსენებელი: ოვანესიანი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-7, 58-9, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან