კონოპკო სტეფანე იაკობის ძე (1892)

  • დაბადების თარიღი: 1892 წ.
  • ეროვნება: რუსი
  • სოციალური წარმომავლობა: მეშჩანი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: აფხაზეთის მუშათა და გლეხთა მილიციის ხელმძღვანელთა ქვეგანყოფილების ინსპექტორი
  • პარტიულობა: უპარტიო

  • ბრალად ედება: რომ 1935 წლიდან იყო წევრი აფხაზეთში კონტრრევოლუციური მეამბოხე ორგანიზაციისა, სადაც გადაიბირა მისმა ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ხალხის მტერმა ლაკობამ. მისი და კონტრრევოლუციური ორგანიზაციის სხვა წევრის იასონ ზარანდიას დავალებით ეწეოდა კონტრრევოლუციურ საქმიანობას აფხაზეთის მუშათა და გლეხთა მილიციაში და ბოროტად იყენებდა თავის თანამდებობრივ მდგომარეობას.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: აბაზოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

ყოფილი თეთრგვარდიელი