კორინთელი ოთარი იოსების ძე (1910)
- დაბადების თარიღი: 1910 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, ხაშური
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: ქართველი
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: სპეციალობით აგრონომი; დაპატიმრებამდე - სანედლეულო ბაზის უფროსი და ქუთაისის საკონსერვო ქარხნის დირექტორის მოადგილე
- პარტიულობა: უპარტიო
- ბრალად ედება: რომ იყო ქუთაისის საკონსერვო ქარხნაში არსებული კ/რ დივერსიულ- მავნებლური ორგანიზაციის აქტიური წევრი, მავნებლური მიზნებით ქარხანას ამარაგებდა არაკონდიცირებული ნედლეულით, ეწეოდა მავნებლობას ქუთაისის საკონსერვო ქარხანაში, მავნებლური მიზნებით ამარაგებდა ქარხანას არაკონდიცირებული ნედლეულით, მიზანმიმართულად აფუჭებდა გამოშვებულ პროდუქტებს და გეგმავდა კონსერვების მოწამვლას, ამზადებდა მოსაწამლ კონსერვებს, რომელებიც გათვალისწინებული იყო კომუნისტური პარტიის(ბ) და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთათვის გასაგზავნად.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: კოკლაჩევი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან