კორობეინიკოვი პავლე პავლეს ძე (1894)

  • დაბადების თარიღი: 1894 წ.
  • დაბადების ადგილი: რუსეთი, ეკატერინბურგი
  • სოციალური წარმომავლობა: ფაბრიკანტის შვილი.
  • განათლება: დაწყებითი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ამიერკ. ოსოავიახიმის (ОСОАВИАХИМ - რკინიგზის სამხედრო, საავიაციო და ქიმიური მშენებლობის მხარდამჭერი საზოგადოების) საგზაო- სატრანსპორტი სამსახურის საბრძოლო მომზადების უფროსი
  • საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი, სოხუმის ქ. 7
  • პარტიულობა: საკავშირო კპ(ბ) წევრი 1919 წლიდან; გაირიცხა 1937 წ. ძმის დახვრეტის ფაქტის დამალვის და პარტიული სამუშაოს ჩაგდების გამო.

  • დაპატიმრების თარიღი: დაპატიმრებულია 15/VIII-1937 წელს. მოთავსებულია თბილისის ციხეში.
  • ბრალად ედება: რომ შედიოდა ამიერკ. რკინიგზის სამხედრო, საავიაციო და ქიმიური მშენებლობის მხარდამჭერი საზოგადოების საგზაო-სატრანსპორტო სამსახურის სისტემაში არსებულ კ/რ მავნებლურ ორგანიზაციაში, სადაც ეწეოდა ძირგამომთხრელ საქმიანობას, რომელიც მიმართული იყო ამიერკავკასიის რკინიგზის თავდაცვისუნარიანობის შესუსტებისაკენ. ეწეოდა ახალი წევრების გადაბირებას კ/რ ორგანიზაციაში.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ფოშკინი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

მისი ძმა დახვრეტეს წითლებმა თეთრებთან აქტიური თანამშრომლობის გამო. 1915-1918 წწ. იმყოფებოდა ავსტრია-უნგრეთში ტყვედ.