კოტეტიშვილი ვახტანგ ილიას ძე (1892)

  • დაბადების თარიღი: 1892 წ.
  • დაბადების ადგილი: საქართველო, აღბულახი (თეთრიწყარო), სოფ. დიდი თონეთი,
  • ეროვნება: ქართველი
  • განათლება: უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის პროფესორი.
  • საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი
  • პარტიულობა: წარსულში - სოციალ-ფედერალისტი; ამჟამად უპარტიო

  • ბრალად ედება: რომ იყო აქტიური წევრი სოციალ-ფედერალისტთა კ/რ ნაციონალისტური, მეამბოხე, მავნებლური ორგანიზაციისა, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას, საქართველოს სსრკ-დან გამოყოფას და საქართველოში ბურჟუაზიულ-დემიკრატიული რესპუბლიკის დამყარებას. 1930 წელს კ/რ ორგანიზაციაში გადაიბირა ხალხის მტერმა, სოციალ-ფედერალისტთა მთავარი არალეგალური კ/რ ორგანიზაციის წევრმა ქრისტოფორე რაჭველიშვილმა და ამ უკანასკნელის მეშვეობით უშუალო კავშირი ჰქონდა სოციალ-ფედერალისტების მთავარ კ/რ კომიტეტთან. იცოდა უცხოეთთან კავშირის შესახებ, უშუალოდ იყო დაკავშირებული იმ პირებთან, რომლებიც ახორციელებდნენ ამ კავშირს. ასევე კავშირში იყო საზღვარგარეთ ემიგრირებულ სოციალ-ფედერალისტთა ყოფილ ლიდერებთან. იყო ამბოხების მომზადების საქმის კურსში და ეწეოდა ჩამშლელ-მავნებლურ სამუშაოებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მწერალთა კავშირში. შექმნა და ხელმძღვანელობდა სოციალ-ფედერალისტთა კ/რ ნაციონალისტურ ორგანიზაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც შედგებოდა ორი კ/რ დაჯგუფებისგან/რგოლისგან. მთავარ ასევე იყო საქართველოს მწერალთა კავშირში არსებული სოციალ-ფედერალისტთა კ/რ ნაციონალისტური ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული 1938 წ., მომხსენებელი: გოცირიძე, მონაწილეობდნენ: ქობულოვი, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
  • მუხლი: 58-1-ა, 58-7, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

დაჯგუფებაში შედიოდნენ: პროფესორ-პედაგოგები და ახალგაზრდები. კოტეტიშვილი