კოტრინი კარლ ფერდინანდის ძე (1878)

  • დაბადების თარიღი: 1878 წ.
  • დაბადების ადგილი: საქართველო, თბილისი
  • ეროვნება: გერმანელი
  • სოციალური წარმომავლობა: მეშჩანი
  • განათლება: უმაღლესი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრების მომენტში - პენსიონერი. თბილისის თბომავალ-ვაგონშემკეთებელი ქარხნის დამზადების საამქროების ყოფილი მთავარი ინჟინერი
  • საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი, კლარა ცეტკინის ქ. № 123.
  • პარტიულობა: უპარტიო

  • ბრალად ედება: რომ იყო კონტრრევოლუციური ზინოვიევურ-ტროცკისტული ტერორისტული და დივერსიული ორგანიზაციის წევრი, რომელმაც 01.12-1934 წ. ჩაიდინა ამხ. კიროვის მხეცური მკვლელობა და რომელიც შემდგომში (1934-1936 წწ.) ამზადებდა ა) იყო გერმანული დაზვერვის აგენტი და ამ უკანასკნელის დავალებით ჯაშუშობდა; ბ) იძლეოდა დავალებებს, რომ ომის შემთხვევაში ქარხანაში ჩაენერგათ დივერსანტები დივერსიული აქტების ჩასატარებლად; გ) იყო შინსახკომის ორგანოების ინფორმატორი და ამავე დროს თვალთმაქცობდა და აფრთხილებდა ერთ-ერთი უცხო ქვეყნის საკონსულოსთან დაკავშირებულ პირებს მათზე თვალთვალის შესახებ.
  • გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მომხსენებელი: რუბეცი, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ორლოვი, ჟდანი, ბატნერი
  • მუხლი: 58-1-ა, 58-8, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

ტერორისტულ აქტებს სკკპ (ბ) და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ: . საქმეში არსებობს სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის თავმჯდომარის მოადგილის, იუსტიციის პოლკოვნიკის, ვ. ბორისოგლებსკის 1956 წლის 25 იანვრის, სსრკ შსს მილიციის მთავარი სამმართველოს, სსრკ შსს 1-ლი სპეც.განყ- ის უფროსების და მთავარი სამხედრო პროკურორისთვის მიცემული განკარგულება იმის შესახებ, რომ მიეცეს მითითება შესაბამის მმაჩის ბიუროს, გასცეს ცნობა ამხ. ფრანცისკა კარლის ასულ კოტრინის სახელზე, მისი ქმრის, კარლ ფერდინანდის ძე კოტრინის გარდაცვალების შესახებ, რომელშიც სიტყვა-სიტყვით ნათქვამი იქნება შემდეგი: „გაცნობებთ, რომ კარლ ფერდინანდის ძე კოტრინი, დაბ. 1878 წ., გასამართლებული სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მიერ 1937 წლის 10 ივლისს, გარდაიცვალა სასჯელის მოხდის დროს , 1938 წლის 12 სექტემბერს“. რეაბილიტაცია: მოხსნილია აღრიცხვიდან, როგორც გამართლებული, სსრკ შსს-ს 09.07- 1954 წლის N 00567 და სსრკ სუკ-ის N 00346-61 ბრძანებულებების საფუძველზე.