კოძაევი სამსონ ალექსანდრეს ძე (1895)
- დაბადების თარიღი: 1895 წ.
- დაბადების ადგილი: ჯავის რაიონი, სოფ. მუგუთი, საქართველო
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: ოსი
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: სპეციალობით ინჟინერი.
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი; საკავშირო კპ(ბ)-დან გაირიცხა 1938 წლიდან სამხრეთ ოსეთის ადგილობრივი მრეწველობის სამმართველოს სისტემაში მავნებლური საქმიანობისათვის.
- ბრალად ედება: რომ იყო უკმაყოფილო საბჭოთა ხელისუფლებით, 1921 წელს მიემხრო ნაც-ბურჟუაზიულ ორგანიზაციას, 1929 წელს შედიოდა კ/რ ტროცკისტულ ორგანიზაციაში და იბრძოდა პარტიის ხელმძღვანელებისა და ხელისუფლების წინააღმდეგ. 1936 წელს მუშაობდა სამხრეთ ოსეთის ტალკმშენის კანტორის უფროსად, ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას მშენებლობის დარგში და მიაყენა ტალკმშენს 70000 მანეთის ზარალი. 1937 წელს ს.ა კოძაევი გადაიბირა მემარჯვენეთა კ/რ მავნებლურ ორგანიზაციაში სამხრეთ ოსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, აწ უკვე ხალხის მტერმა ივანე ჯიჯოევმა. მისი დავალებით ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას ტალკმშენში, ასევე ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას სამხრეთ ოსეთში ადგილობრივი მრეწველობის სამმართველოში მუშაობის დროს და ამით ჩაშალა ადგილობრივი მრეწველობის სამმართველოს მუშაობა ტროცკიზმის განხორციელების მიზნით. წაყენებულ ბრალდებებში კოზძევმა თავი დამნაშავედ ცნო. მისი მავნებლური საქმიანობა დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით და დაპირისპირებებით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, ჩარკვიანი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
წარსულში: ტროცკისტი