კრავცოვი ვასილ გალაქტიონის ძე (1901)
- დაბადების თარიღი: 1901 წ.
- დაბადების ადგილი: ქ. თბილისი, საქართველო
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: რუსი
- სოციალური წარმომავლობა: მუშა
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ქ. ბაქოს აზერბაიჯანის ასაფეთქებელი წარმოების საგუშაგო დაცვის უფროსი.
- საცხოვრებელი ადგილი: ქ. ბაქო, აზერბაიჯანის ასსრ
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი; გაირიცხა საკავშირო კპ(ბ)-დან მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით.
- ბრალად ედება: რომ იყო აქტიური წევრიკ/რ ტროცკისტული ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წელს განახორციელა ს.მ კიროვის მზაკვრული ავაზაკური მკვლელობა და შემდგომ წლებში გეგმავდა ტერაქტებს საკავშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ; 1936 წლიდან შედიოდა კ/რ სამხედრო- ტროცკისტულ ორგანიზაციაში, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას და კაპიტალიზმის რესტავრაციას; ქიმიური ასეულის მე-5 განყოფილებაში ეწეოდა მავნებლობას, რომელიც მიმართული იყო მისი სამხედრო და პოლიტიკური მომზადების ჩასაგდებად. თავი ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ფილატოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
- მუხლი: 58-7, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
1918 წლიდან 1937 წლამდე მსახურობდა წითელ არმიაში, საიდანაც გაირიცხა პოლიტიკური მიზეზების გამო.