კრატუნოვი ილია ნიკოლოზის ძე (1877)
- დაბადების თარიღი: 1877 წ.
- დაბადების ადგილი: ბულგარეთი, ქ. დრენოვო
- ეროვნება: ბულგარელი
- სოციალური წარმომავლობა: მეშჩანი
- განათლება: უმაღლესი ტექნიკური განათლება
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: აჭარისწყლის ჰიდროელექტროსადგურის (აჭჰესის) მშენებლობის ზედამხედველი.
- საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, აჭარის ასსრ, ბათუმის რაიონი, სოფ, მახუნცეთი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1929 წლიდან დაპატიმრებამდე
- ბრალად ედება: კრატუნოვმა აღიარა, რომ 1929 წელს ის გადაიბირა ჩეხოსლოვაკიის პოლიციის ოფიცერმა და საზღვარგარეთის სადაზვერვო სამსახურს აწვდიდა ჯაშუშურ ცნობებს საბჭოთა კავშირის მსხვილი ახალმშენებლობების შესახებ. კრატუნოვმა აღიარა, რომ ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას „აჭჰესის“ მშენებლობაზე. გერმანელი ჯაშუშის, ციგანდტის ჩვენებით კრატუნოვი მხილებულია, როგორც გერმანელი ჯაშუში. მას კავშირი ჰქონდა პოლონეთის, გერმანიის, ბულგარეთის საკონსულოებთან. იყო საბჭოთა კავშირის მოქალაქე, ყოფილი პილიტემიგრანტი. ბულგარეთის არმიის ყოფილი ოფიცერი, პოდპორუჩიკის წოდებით.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული., მომხსენებელი: კურბატოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან