კრიკოროვი არმენ გერასიმეს ძე (1904)
- დაბადების თარიღი: 1904 წ.
- დაბადების ადგილი: ნახიჩევანი, ქ. ორდუბატ, აზერბაიჯანი
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: სომეხი
- სოციალური წარმომავლობა: მოსამსახურე
- განათლება: საშუალო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: რკინიგზის მე-10 პოლკის ბატალიონის მეთაური; წოდება - კაპიტანი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი. პარტიის წევრი 1925-1935 წწ. გაირიცხა სოციალური წარმომავლობის დამალვისთვის (იყო სასამართლოს მანდატურის შვილი).
- ბრალად ედება: რომ 1. იყო წევრი კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული, დივერსიულ- მავნებლური ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წ. განახორციელა ს. მ. კიროვის საზარელი მკვლელობა და 1934-1937 წწ. ამზადებდა ტერორისტულ აქტებს პარტიის ხელმძღვანელებისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. 2. იყო საბჭოთა არმიაში მოქმედი კ/რ სამხედრო, მავნებლური, დივერსიულ-ჯაშუშური ორგანიზაციის წევრი, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას. 3. 1935 წლიდან სისტემატურად ეწეოდა ქვედანაყოფში კ/რ მავნებლობას საბრძოლო მომზადებასა და ტექნიკის მოვლა-პატრონობაში. 4. მავნებლურად ატარებდა რკინიგზის ტრანსპორტში პრაქტიკულ სამუშაოებს და ამიტომ არ ასრულებდა განსაზღვრულ გეგმებს (50 % -ით).
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: შუტოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- მუხლი: 58-7, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
კადეტთა კორპუსის აღსაზრდელი