კუჩუბერია ერემია მაქსიმეს ძე (1907)
- დაბადების თარიღი: 1907 წ.
- დაბადების ადგილი: ოჩამჩირის რაიონი, სოფ. რეკა, აფხაზეთის ასსრ
- ეროვნება: აფხაზი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- განათლება: უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: სპეციალობით სამთო საქმის ინჟინერი; დაპატიმრებამდე - ტყვარჩელის ქვანახშირის საბადოს მთავარი ინჟინრის დამხმარე, ასისტენტი
- საცხოვრებელი ადგილი: ოჩამჩირის რაიონი, აკარმარ , აფხაზეთის ასსრ
- პარტიულობა: საქ. სსრ კპ(ბ) წევრი; პარტიიდან გარიცხეს კ/რ მავნებლობისთვის.
- ბრალად ედება: რომ იყო წევრი კ/რ მავნებლური ჯგუფისა, რომელიც ჩამოაყალიბა მრეწველობის პარტიისა და კ/რ მავნებლური ორგანიზაციის ცენტრის წევრმა დანჩიევმა და საბადოში ეწეოდა მავნებლურ საქმიანობას. მავნებლური მიზნებით სისიტემატურად არღვევდა მთაში მუშაობისა და უსაფრთხოების წესებს. სამუშაოებს აწარმოებდა არასწორად. მწყობრიდან გამოჰყავდა მანქანები, დანადგარების ძრავები რის შედეგადაც ჩავარდა ქვანახშირის წარმოების გეგმა 1936 წელს. მიაყენა საბადოს 2. 405.000 მანეთის ზარალი.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მონაწილეობდნენ: ქობულოვი, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი, მომხსენებელი: მარტიროსოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
რეაბილიტაცია: აფხაზეთის ასსრ უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 28/02-1957