ლაიშევი ზაგიდულა აბუბაკირის ძე (1931)

  • დაბადების თარიღი: 1931 წ.
  • დაბადების ადგილი: რუსეთი, მორდოვეთი, კრასნოსლობოდის მაზრა, სოფ. ბოლშოი შუსტრუი
  • ოჯახური მდგომარეობა: უცოლშვილო
  • ეროვნება: თათარი
  • სოციალური წარმომავლობა: ვაჭარი
  • განათლება: არასრული საშუალო
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის 54-ე ავიარაზმის წითელარმიელი. მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში გაწვევამდე მსახურობდა სადგურ რუზაევკაში მატარებლების მზეთავად.
  • საცხოვრებელი ადგილი: საქართველოს სსრ, თბილისი, კალინინის რაიონი
  • პარტიულობა: უპარტიო

  • დაპატიმრების თარიღი: 06/25/1937 წ.
  • ბრალად ედება: რომ 1) იყო კ/რ ტერორისტული ჯაშუშური ორგანიზაციის წევრი, რომელიც მუშაობდა ერთ-ერთი უცხო სახელმწიფოს სასარგებლოდ და ამ სახელმწიფოს დაზვერვის დავალებით ამზადებდა ტერაქტებს სკკპ(ბ) და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელების წინააღმდეგ. 2) არმიაში ყოფნისას ჯაშუშობის მიზნით აგროვებდა ცნობებს. 3) ეწეოდა ანტისაბჭოთა აგიტაციას. ლაიშევმა სრულად ცნო თავი დამნაშავედ.
  • გამსამართლებელი ორგანო: სამხედრო კოლეგია, მომხსენებელი: გამომძიებელი - დუდკინი, მონაწილეობდნენ: მატულევიჩი, ზარიანოვი, ჟიგური, კოსტიუშკო
  • მუხლი: 58-1-ბ, 58-8, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

1912-1935წწ. ცხოვრობდა მანჯურიაში. არის ერთ-ერთი უცხოური სახელმწიფოს ცნობილი მზვერავის, ოსმან ლაიშევის ძმისშვილი. ვაჭრის ვაჟი. 1931/32-1934წწ იყო აკკ (ახალგაზრდობის კომუნისტური კავშირი) ორგანიზაციის წევრი. ამ პერიოდშივე იყო ჩინეთის- აღმოსავლეთის რკინიგზის სადგურ პოგრანიჩნაიას იატაკქვეშა ორგანიზაციის წევრი. მოქ. ფ.ს ლაიშევას გადაეცა ზ.ა. ლაიშევის გარდაცვალების მოწმობა, რომლის მიხედვითაც ლაიშევი გარდაიცვალა 25/10-1943წ. სასჯელის მოხდის ადგილზე ფილტვების ტუბერკულოზით.