ლანგე პეტრე პეტრეს ძე (1899)

  • დაბადების თარიღი: 1899 წ.
  • დაბადების ადგილი: ს/პეტერბურგი, რუსეთი
  • ეროვნება: რუსი
  • განათლება: არასრული საშუალო
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე ასრულებდა საკავშირო თავდაცვის სახალხო კომისარაიტის N 100 სამხედრო საწყობის უფროსის მოვალეობას; წოდება - კაპიტანი;
  • პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1926 წლიდან; პარტიიდან გაირიცხა დაპატიმრების გამო.

  • ბრალად ედება: რომ 1. იყო აქტიური წევრი კ/რ ტროცკისტული ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წელს განახორციელა ს.მ კიროვის მზაკვრული მკვლელობა და შემდგომ წლებში გეგმავდა ტერაქტებს სკკპ(ბ)-ს და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ; 2. 1935 წლიდან შედიოდა კ/რ სამხედრო მავნებლურ ორგანიზაციაში, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას და კაპიტალიზმის რესტავრაციას; 3. ეწეოდა აქტიურ კ/რ მავნებლურ საქმიანობას წითელი არმიის სამხედრო ძლიერების შესასუსტებლად. თავი ცნო დამნაშავედ.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: სერიკოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
  • მუხლი: 58-7, 58-8, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

1921 წლიდან მსახურობდა წითელ არმიაში. მიღებული ჰქონდა საყვედური პარტიული ხაზით არმიაში პოლიტსამუშაოს დაუფასებლობის და დემობილიზაციური განწყობის გამო.