ლაპტევი ივანე მათეს ძე (1894)
- დაბადების თარიღი: 1894 წ.
- დაბადების ადგილი: რუსეთი, გორკის მხარე, ლისკოვის რაიონი, სოფ. ბორონი
- ეროვნება: უკრაინელი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: მუშათა და გლეხთა წითელი არმიის წევრი 1918-დან 1927 წლამდე. უკანსკნელი თანამდებობა - პორტის კომისარი. დაპატიმრებამდე - ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ვაჭრობის ხელმძღვანელი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1919 წლიდან. პარტიიდან გარიცხეს აღნიშნული საქმის გამო.
- ბრალად ედება: რომ 1935 წლის დეკემბერში ცენტრალური სამხედრო ვაჭრობის ყოფილ უფროსთან, ხალხის მტერ ბარხონოვთან ერთად, გადაბირებული იყო მემარჯვენე კონტრრევოლუციურ მავნებლურ ორგანიზაციაში და ეწეოდა აქტიურ კონტრრევოლუციურ მავნებლურ საქმიანობას ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის "სამხედრო ვაჭრობაში", მიმართულს მუშათა და გლეხთა წითელი არმიის სიძლიერის შესასუსტებლად. კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში გადაიბირა 8 წევრი. თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: დუდკინი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- მუხლი: 58-7, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან