ლაღიძე ალექსანდრე დომენტის ძე (1899)

  • დაბადების თარიღი: 1899 წ.
  • დაბადების ადგილი: ქუთაისის რაიონი, სოფ. ნავენახევი, საქართველო
  • ეროვნება: ქართველი
  • სოციალური წარმომავლობა: აზნაური
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: 47-ე სამთო მსროლელი დივიზიის მეთაურის თანაშემწე. წოდება - მაიორი
  • პარტიულობა: 1930 წლიდან სკკპ(ბ) წევრობის კანდიდატი; პარტიიდან გაირიცხა 28.12.1938 წელს ა/ს გამონათქვამებისათვის.

  • ბრალად ედება: რომ 1933 წლიდან შედიოდა არალეგალურ სამხედრო, კ/რ მემარჯვენე- ტროცკისტულ ორგანიზაციაში, სამხედრო მომზადებაში ეწეოდა მავნებლობას და დაკავებული იყო დანაშაულის დაფარვით, რომელიც მიმართული იყო მუშათა და გლეხთა წითელი არმიის ძლიერების შესუსტებისაკენ. თავი ცნო დამნაშავედ. მხილებულია ი. ტ. ბაქარაძის ჩვენებით.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ასლანოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
  • მუხლი: 58-7, 58-8, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

მენშევიკების არმიის ყოფილი ოფიცერი 1918 წლიდან 1921 წლამდე (საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე). 1921 წლიდან იყო მუშათა და გლეხთა წითელი არმიაში სამეთაურო თანამდებობაზე.