ლევინსკი ადოლფ ალექსანდრეს ძე (1894)
- დაბადების თარიღი: 1894 წ.
- დაბადების ადგილი: დონეცკის ოლქი, ქ. არტემოვსკი, უკრაინა
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: რუსი
- სოციალური წარმომავლობა: მეშჩანი
- განათლება: საშუალო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში 1918 წლიდან 1937 წლამდე. დაპატიმრებამდე - თბილისის სამხედრო გარნიზონის ხელმძღვანელის თანაშემწე მატერიალური უზრუნველყოფის დარგში. წოდება - მესამე რანგის ინტენდანტი.
- საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, კლარა ცეტკინის ქუჩა # 55, საქართველო
- პარტიულობა: უპარტიო
- ბრალად ედება: რომ 1936 წლის მარტში ხალხის მტერმა მასლოვმა გადაიბირა კ/რ სამხედრო ორგანიზაციაში. კ/რ დავალების შესრულების დროს ეწეოდა მავნებლურ სამუშაოებს სამხედრო ჰოსპიტალში და კ/რ სულისკვეთებით ამუშავებდა სამხედრო მოსამსახურეებს კ/რ ორგანიზაციაში მათი გადაბირების მიზნით. წაყენებულ ბრალდებებში ლევინმა თავი ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული ., მომხსენებელი: დუდკინი, მონაწილეობდნენ: ქობულოვი, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- მუხლი: 58-7, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
ძველ არმიაში მსახურობდა 1916-1918 წლებში რიგითად. გერმანელებს ჰყავდათ ტყვედ ავსტრიის ბანაკში. მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში იყო 1918 წ- დან 1937 წ-მდე.