ლეჟავა გიორგი იაკობის ძე (1901)
- დაბადების თარიღი: 1901 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, სამტრედიის რაიონი, სოფ. დიდი ჯიხაიში,
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- განათლება: საშუალო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: წითელ არმიაში 1923 წლიდან, 21-ე ცალკეული საინჟინრო ბატალიონის ყოფილი კომისარი. დაპატიმრებამდე - ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სპეციალური ჯარების პოლიტგანყოფილების შტატგარეშე ინსტრუქტორი, წოდება - ბატალიონის კომისარი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1925 წლიდან 1937 წლამდე, პარტიიდან გარიცხეს ნაწილში პოლიტიკური საქმიანობის ჩაშლისა და სახელმწიფო ფულის გაფლანგვის გამო.
- ბრალად ედება: რომ 1934 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა კონტრრევოლუციურ სამხედრო ტროცკისტულ ორგანიზაციაში, სადაც გადაიბირა ხალხის მტერმა ჯიქიამ. კონტრრევოლუციური ტროცკისტული ორგანიზაციის დავალებით ეწეოდა აქტიურ ძირგამომთხრელ მავნებლურ საქმიანობას 21-ე ცალკეულ საინჟინრო ბატალიონში და გადაიბირა კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში ორი ახალი წევრი. თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: დუდკინი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- მუხლი: 58-7, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
უმაღლესი პოლიტიკური განათლება