ლიადოვი ალექსანდრე ივანეს ძე (1901)
- დაბადების თარიღი: 1901 წ.
- დაბადების ადგილი: დნეპროპეტროვსკის ოლქი, ნოვო-მოსკოვსკის რ-ნი, უკრაინა, სოფ. ალექსანდროვკა.
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: რუსი
- სოციალური წარმომავლობა: კულაკი
- განათლება: საშუალო
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: პროფესიით მასწავლებელი; დაპატიმრებამდე - ლენინაკანის წითელი არმიის სახლის უფროსი. წოდება - უფროსი პოლიტხელი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1930 წლიდან; გაირიცხა წინამდებარე საქმესთან დაკავშირებით.
- ბრალად ედება: რომ იყო წევრი კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული, დივერსიულ- მავნებლური ორგანიზაციისა, რომელმაც 01.12.1934 წელს განახორციელა ს.მ კიროვის მზაკვრული მკვლელობა და შემდგომ წლებში გეგმავდა ტერაქტებს სკკპ(ბ)-ს და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ; 1936 წლიდან შედიოდა კ/რ მემარჯვენე-ტროცკისტულ, სამხედრო ორგანიზაციაში, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას და კაპიტალიზმის რესტავრაციას; ლენინაკანის წითელი არმიის სახლში ეწეოდა მავნებლობას, რომელიც მიმართული იყო მუშათა და გლეხთა წითელი არმიის ძლიერების შესუსტებისაკენ. თავი ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
- მუხლი: 58-7, 58-8, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან
ბიოგრაფია
წითელ არმიაში მსახურობდა 1932 წლიდან.