ლიუტცერი ივანე დავითის ძე (1887)
- დაბადების თარიღი: 1887 წ.
- დაბადების ადგილი: რუსეთი, სტავროპოლის გუბერნია, მესტო სოტნიკოვო
- ეროვნება: გერმანელი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- განათლება: დაწყებითი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: დაპატიმრებამდე - ბაქოს რკინიგზის სადგურის დისპანსერის გამგის მოადგილე ადმინისტრაციულ-სამეურნეო ნაწილში
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1926 წლიდან; პარტიიდან გარიცხეს აღნიშნული საქმის გამო.
- დაპატიმრების თარიღი: 02/10/1938 წ.
- ბრალად ედება: რომ 1. იყო კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის წევრი, რომელმაც 01.12.1934 წ. განახორციელა ს. მ. კიროვის საზარელი მკვლელობა და 1934-1937 წწ. ამზადებდა ტერორისტულ აქტებს ბაქტერიოლოგიური დივერსიის გზით. 2. კონტრრევოლუციური ორგანიზაციის ხელმძღვანელის აწ უკვე დაპატიმრებული ი.რ. ვაინშტეინის პირდაპირი დავალებით ასრულებდა პრაქტიკულ მავნებლობას ბაქოს რკინიგზის სადგურის დისპანსერში საბჭოთა ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ჩასაშლელად მშრომელთათვის სამედიცინო მომსახურების სფეროში. იმყოფება დაცვის ქვეშ თბილისის ციხეში.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ხეჩუმოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან