ლიფშიცი რუვიმ აბრამის ძე (1895)

  • დაბადების თარიღი: 1895 წ.
  • დაბადების ადგილი: მოგილიოვის გუბერნია, დაბა ჩერიკოვი, ბელორუსია
  • ეროვნება: ებრაელი
  • სოციალური წარმომავლობა: მეშჩანი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ბოლო თანამდებობა - კავკასიის მე-17 მსროლელი დივიზიის განსაკუთრებული განყოფილების უფროსი, სახელმწიფო უშიშროების უფროსი ლეიტენანტი
  • პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1919 წლიდან; პარტიიდან გაირიცხა დაპატიმრების გამო.

  • დაპატიმრების თარიღი: 05/20/1938 წ.
  • ბრალად ედება: რომ 1935 წლიდან იყო მონაწილე შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში არსებული ანტისაბჭოთა კ/რ შეთქმულებისა, რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და კაპიტალიზმის რესტავრაცია საბჭოთა კავშირში, ჩეკისტურ-ოპერატიულ საქმიანობაში ეწეოდა მავნებლობას, რომელიც მიმართული იყო მუშათა და გლეხთა არმიაში კ/რ და სხვა დამნაშავე ელემენტების შენარჩუნებისკენ. ხელს უწყობდა მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში კ/რ მემარჯვენე- ტროცკისტული ორგანიზაციის და სხვა კ/რ ფორმირებების კ/რ საქმიანობას. თავი დამნაშავედ ცნო, მაგრამ შემდეგ უარყო. მხილებულია მაქსიმენკოს, ვოლოშინის, აბრამოვის, როზოვის და სხვათა ჩვენებებით.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ასლანოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ჩარკვიანი, ტალახაძე
  • მუხლი: 58-7, 58-8, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში 1919 წლიდან 1924 წლამდე. მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში აფთიაქის მუშაკი.1924 წლიდან დაპატიმრების დღემდე იყო საგანგებო კომისიას, სახელმწიფო პოლიტიკურ სამმართველოსა და შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში ოპერატიულ სამუშაოზე.