ლიჩაგინი მიხეილ სერგოს ძე (1900)

  • დაბადების თარიღი: 1900 წ.
  • სოციალური წარმომავლობა: მემამულე
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: იყო ამიერკავკასიის სამხედრო განყოფილების სამხედრო 102-ე საწყობის უფროსი; წოდება - კაპიტანი.
  • პარტიულობა: სკკპ(ბ)-ს ყოფილი წევრი

  • ბრალად ედება: რომ იყო წევრი კ/რ ტროცკისტულ-ტერორისტულ დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციისა, რომელმაც 1934 წლის 1-ლ დეკემბერს ვერაგულად მოკლა კიროვი. 1934-1937 წლებში ემზადებოდნენ, სკპ(ბ)-ს და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელების წინააღმდეგ ტერაქტის მოსაწყობად. 1932 წელს იყო წევრი კ/რ სამხედრო მავნებლური ორგანიზაციისა, რომელსაც განზრახული ჰქონდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და კაპიტალიზმის რესტავრაცია. ლიჩაგინი ეწეოდა მავნებლობას სამხედრო სისტემის # 102 საწყობში რომელიც მიმართული იყო მუშათა და გლეხთა წითელი არმიის სიძლიერის დასუსტებისაკენ. 1925 წელს ლიჩაგინი ეწეოდა ჯაშუშურ საქმიანობას გერმანიის, პოლონეთის და ირანის სასარგებლოდ. კ/რ ორგანიზაციაში გადაიბირა 12 ახალი წევრი ჯაშუშური საქმიანობისათვის. თავი ცნო დამნაშავედ. მხილებულია მოწმე სევინენიის მიერ.
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: დუდკინი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
  • მუხლი: 58-6, 58-7, 58-8, 58-11

  • წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან

ბიოგრაფია

1919-1920 წლებში მსახურობდა თეთრ არმიაში დენიკინთან.