ლოგუა იონა პახვალის ძე (1901)
- დაბადების თარიღი: 1901 წ.
- დაბადების ადგილი: საქართველო, ფოთის რაიონი, სოფ. საღვამიჩავო
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: აზნაური
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში 1922 წლიდან, დაპატიმრებამდე - საქართველოს სამთო მსროლელთა 47-ე დივზიის პოლიტგანყოფილების ინსტრუქტორი, წოდება - ბატალიონის კომისარი
- პარტიულობა: სკკპ(ბ) წევრი 1921 წლიდან, პარტიიდან გარიცხეს აღნიშნული საქმის გამო.
- ბრალად ედება: ბრალად ედება, რომ 1930 წლიდან იყო წევრი არალეგალური, სამხედრო კონტრრევოლუციურ-ტროცკისტული ორგანიზაციისა, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას და საქართველოს გამოყოფას საბჭოთა კავშირიდან. ე.წ. საქართველოს "დამოუკიდებელი" ბურჟუაზიულ "დემოკრატიული" სახელმწიფოს შექმნას ერთ-ერთი ფაშისტური სახელმწიფოს პროტექტორატის ქვეშ. ეწეოდა მავნებლობას პოლიტმუშაობაში იმ მიზნით, რომ შეესუსტებინა მუშათა და გლეხთა წითელი არმიის სიძლიერე. მხილებულ იქნა გ.ა კვირაიას და ნ.კ. ბლუაშვილის ჩვენებების საფუძველზე. თავი ცნო დამნაშავედ.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ასლანოვი, მონაწილეობდნენ: გოგლიძე, ტალახაძე, წერეთელი, მოროზოვი
- მუხლი: 58-8, 58-11. 58-1-ბ
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან