ლორთქიფანიძე დავით გრიგოლის ძე (1898)
- დაბადების თარიღი: 1898 წ.
- სახელის ვერსიები: ლორთქიფანიძე საშა გრიგოლის ძე
- დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი, საქართველო
- ოჯახური მდგომარეობა: ცოლშვილიანი
- ეროვნება: ქართველი
- სოციალური წარმომავლობა: გლეხი
- განათლება: არასრული უმაღლესი
- სამუშაო ადგილი, თანამდებობა: საგზაო-სანიტარიული განყოფილების ბავშვთა პოლიკლინიკის დირექტორი.
- საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, საქართველოს სსრ
- პარტიულობა: 1934 წელს გარიცხეს საკავშირო კპ (ბ)-ს რიგებიდან დაპატიმრებულის მეუღლესთან კავშირის გამო.
- ბრალად ედება: რომ კავშირი ჰქონდა კ/რ ხალხი მტრებთან ტიტე ლორთქიფანიძესა და მიხეილ ძიძიგურთან და ასრულებდა მათ მიერ მიცემულ კ/რ დავალებებს. ტიტე ლორთქიფანიძის დავალებით ამზადებდა შინსახკომის თანამშრომლის, ნოვოსელცევის მკვლელობას, რომელმაც სუფრაზე უარი განაცხადა ედღეგრძელებინა ხალხის მტრები, კ/რ ტროცკისტები კოტე ცინცაძე და ლადო დუმბაძე. ძიძიგურის დავალებით მოძებნა საიმედო პირი და მისი შუამავლობით გადასცა წერილი ყირიმში მყოფ ტიტე ლორთქიფანიძეს. წერილში განხილული იყო კ/რ საქმიანობა და აღწერილი იყო კ/რ ტერორისტული საქმიანობის შემდგომი გზები. ლორთქიფანიძე თავადაც გამოხატავდა კ/რ განწყობას და უკმაყოფილებას პარტიის ხელმძღვანელობით. ბრალდებულს კავშირი ჰქონდა ხალხის მტრებთან მ. ჩხაიძესთან და ს. ს. მდივანთან, ლოთობდა მათთან ერთად და ანიავებდა სახელმწიფო ქონებას.
- გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მომხსენებელი: ზელენცოვი, მონაწილეობდნენ: რაფავა, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი
- მუხლი: 58-10, 58-11
- წყაროები: სტალინური სიები საქართველოდან